ურთიერთობა რუს მესაზღვრეებთან…

მე ვარ  ანა ქარდავა 18 წლის,დავიბადე 1995 წლის 6 ივლისს ქალაქ მოსკოვში..დავამთავრე გალის რაიონის სოფელ-ნაბაკევის სკოლა, ამჟამად ვცხოვრობ ნაბაკევში მყავს და და ძმა, არ მყავს სამწუხაროდ მამა..უკვე 6 წელია რაც ვცხოვრობ ნაბაკევში და სურვილი გამიჩნდა მესაუბრა იმაზე თუ როგორ ცხოვრობს ჩვენი ხალხი კონფლიკტის ზონაში..

1.რამდენად ხელმისაწვდომია სწავლა;

2.თუ როგორი ურთიერთობა აქვს ქართველ ხალხს რუს მესაზღვრეეთან ან რუს მესაზღვრეებს ქართველ ხალხთან..

ჩემი პიორველი თემა იქნება ურთიერთობაზე..

მე როგორც მოქალაქე მინდა ვთქვა ორი სიტყვით თუ როგორ ექცევიან რუსები ხალხს, როცა საზღვარს ჰკვეთენ,მეც ერთ-ერთი მსხვერპლი აღმოვჩნდი საზღვრის გადაჰკვეთის დროს. 25 აგვისტოს გადავდიოდი ქალაქ ზუგდიდში, სადაც დამიჭირეს დილის 10 საათზე და გამიშვეეს საღამოს 8-ზე..მოქცევის მხრივ არანაირი ცუდი მხარე არ გააჩნდათ,შევამჩნიე ის რომ დიდ პატივს ცემენ გოგოებს..

როცა ხალხს იჭერენ სარდაფში შეჰყავთ და ათას რამეს ეკითხებიან,მაგრამ მე როგორც პატარა გოგო სარდაფში არ  შეუყვანივართ გარეთ ვიჯექი და ვუყურებდი როდის გამიშვებდნენ, გვერდით კი ორი მესაზღვრე მედგა რომ არ გავპარულიყავი, ცოტახნის მერე დედამ მომაკითხა.. ფულადი ჯარიმა მექნა გადასახდელი.

მართალია მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე ეს ყველაფერი,მაგრამ რა უნდა ქნმას ისეთმა ხალხმა რომელთაც არანაირი საშუალება არ გააჩნია აქედან წასვლისა.ჩვენ ვართ ხალხი რომლებსაც ატანა გვიწევს რუსების მაგრამ მაინც მხნედ ვდგავართ და არავის ვაძლევთ ზედმეტის უფლებას..  მითუმეტეს ისეთი ხალხი  რომლებსაც სასაფფლაო აქვთ შვილის,ხალხი რომლებიც იქაურ ცხოვრებას მიჩვეულნი არიან..მაინც ბევრ რამეს უძლებენ..

Posted in Uncategorized | Leave a comment

საცდელი

download (2)

Posted in Uncategorized | Leave a comment